უკრაინა გერმანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1,5 მილიონ დოზას მიიღებს
უკრაინა გერმანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1,5 მილიონ დოზას მიიღებს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ბერლინში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, გერმანიის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი კომპანიის მიერ წარმოებულ ვაქცინას ან როდის გადასცემს გერმანია უკრაინას.
ჩვენ უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს და გვსურს, გამოწვევები ერთად გადავლახოთ. მოხარული ვარ, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უკრაინას ვაქცინის 1,5 მილიონ დოზას გადავცემთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.