უკრაინა გეგმავს, დაიქირაოს „ეფ-16“-ების დასავლელი პილოტები, რომლებიც პენსიაზე იმყოფებიან
უკრაინა გეგმავს, დაიქირაოს „ეფ-16“-ების დასავლელი პილოტები, რომლებიც პენსიაზე იმყოფებიან

უკრაინა გეგმავს, დაიქირაოს „ეფ-16“-ების დასავლელი პილოტები, რომლებიც პენსიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორებმა, ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადეს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

„პრეზიდენტმა ზელენკსიმ გვითხრა, რომ ის აპირებს, დამატებით უზრუნველყოს უკრაინის შეიარაღებული ძალები მფრინავებით, შექმნის რა „ეფ-16“-ების ყოფილი პილოტების ნატო-ს ქვეყნებიდან დაქირავების პროგრამას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დასავლელი მფრინავების დაქირავებით უკრაინის ავიაცია უფრო სწრაფად შეძლებს „ეფ-16“-ების ბრძოლაში ჩართვას, ვიდრე უკრაინელი პილოტები ჯერ კიდევ სწავლობენ მათ მართვას.