უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას 26 მაისიდან წყვეტს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
როგორც უკრაინული სააგენტო „უნიანი“ წერს, პრემიერ-მინისტრმა ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ განკარგულება მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე გასცა. გარდა ამისა, უკრაინული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას აუკრძალავენ.
როგორც უკრაინის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება ბელარუსის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულების წესით დასმის გამო მიიღეს, რაც როგორც კიევში აცხადებენ, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს.