უკრაინა 1261 სახელმწიფო საწარმოს ლიკვიდაციას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „ცენზორ.ნეტ“-თან ინტერვიუში უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, ტიმოფეი მილოვანოვმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ნუსხის შედგენა, რომელშიც სახელმწიფო საწარმოთა კლასიფიკაცია სამ ჯგუფად მოხდება.
„პირველ ჯგუფში არის სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც სამინისტროების ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მმართველობაში დარჩება, მეორე ჯგუფში შევიყვანთ იმ საწარმოებს, რომელთა პრივატიზაცია მოხდება, მესამე ჯგუფში კი ის სახელმწიფო საწარმოები გაერთიანდებიან, რომელთა ლიკვიდაცია გარდაუვალია“, – განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს უკრაინის რადამ გააუქმა კანონი, რომელითაც სახელმწიფო კუთვნილი საწარმოთა ნაწილი გასხვისება იკრძალებოდა. ამის შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვლადისლავ კრიკლიმ განაცხადა, რომ უკრაინის ფოსტისა და რკინიგზის აქციების ნაწილი გასხვისდება.