უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე პასუხისგებაში მიეცა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ბრალდებული სამეწარმეო – კომერციულ საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა, 20 მეწარმე სუბიექტი შესაბამისი ნებართვის გარეშე ორგანიზებას უწევდა აზარტული თამაშებს, ორი ბრალდებული ავტორიზაციისა და ლიცენზიის პირობების დარღვევით ახდენდა მედიკამენტების რეალიზაციას, ხოლო ორი მეწარმის მხრიდან ადგილი ჰქონდა ლიცენზირების პირობების დარღვევით ინერტული მასალების მოპოვებას.
ამ ეტაპზე, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.