უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით გერმანია პოლონეთსა და ჩეხეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს
უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით გერმანია პოლონეთსა და ჩეხეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლას თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, სხვადასხვა ადგილას „მოქნილი და მობილური საპოლიციო შემოწმებები“ დაიწყება, რომელიც მიმდინარე კვირაში ამოქმედდება.
გერმანია ინარჩუნებს კონტროლს ავსტრიასთან ბავარიის საზღვარზე 2015 წლის მიგრანტების კრიზისის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.