უისკონსინი საარჩევნო კოლეგიაში 10 ხმით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ საკვანძო შტატად მოიაზრებოდა, სადაც ამ დრომდე მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლიდერობდა.
41 შტატის პირველადი მონაცემებით, ჯო ბაიდენი საარჩევნო კოლეგიის 438 ხმიდან 224-ს, დონალდ ტრამპი კი – 213 ხმას ფლობს. გამარჯვებისთვის კი საჭიროა სულ მცირე 270 ხმა.
ხმების გადანაწილებას ელოდებიან მიჩიგანის, პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინის, ჯორჯიის, მაინის, ვენადას, არიზონასა და ჰავაის შტატებში.