უიმბლდონის 2020 წლის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. ტურნირი 29 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდში უნდა გამართულიყო.
ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემპიონატის ჩატარება ვერ მოხერხდება.
უიმბლდონის ტურნირი 1877 წელს დაარსდა. რიგით 134-ე ჩემპიონატი 2021 წლის 28 ივნისს დაიწყება.