უილიამ კორტნი - საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი გადამწყვეტ როლს თამაშობენ შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტების სახით
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებით, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ „შუა დერეფნის“ სატრანზიტო მარშრუტების სახით. ეს განცხადება კორტნიმ, რომელიც ამჟამად კორპორაცია RAND-ის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
„შუა დერეფნის მნიშვნელობა რამდენიმე მიზეზით იზრდება, მათ შორის, იმის გამო, რომ რუსეთის გავლით საზღვაო გადაზიდვების საფრთხეებმა ახლახან მოიმატა“, – განაცხადა კორტნიმ.
მისივე თქმით, დასავლეთის სანქციების გამო, რომელიც მოსკოვს უკრაინაში წამოწყებული ომის გამო დაუწესდა, რუსეთს შეზღუდული აქვს წვდომა ევროპულ სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებებთან.
„საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი გადამწყვეტ როლს თამაშობენ შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტების სახით. ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩინეთის ინვესტიციებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და გრძელ მარშრუტებზე ტვირთების მიწოდებისთვის“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.
მისივე განცხადებით, შუა დერეფნისთვის მთავარ სირთულეს წარმოადგენს ინტერმოდალური გადაზიდვების არარსებობა და მათ დიდ ღირებულება.
„კასპიის ზღვაში აუცილებელია მეტი კარჭაპები, ასევე საქართველოს პორტების გამტარუნარიანობის გაზრდა შავ ზღვაში. შუა დერეფნის გასწვრივ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა საჭიროებს გაუმჯობესებას“, – განაცხადა კორტნიმ.