უილიამ კორტნი - ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს
უილიამ კორტნი - ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს

საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ უილიამ კორტნის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს. ამის შესახებ ყოფილი ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„დასავლეთმა ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული არჩევნები იმდენად კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ მისი განცხადებით ახალი არჩევნების გამართვაა საჭირო. თუმცა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო იმდენად გაყალბებული, რომ ხმები გაუქმებულად გამოაცხადო. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს“, – წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი.