უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დღეს გაიხსნება
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა „არ დამივიწყო“ დღეს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზაში“ გაიხსნება. ფოტოგამოფენა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული.
„ყოველწლიურად, ამ დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახები მთელი საქართველოდან იკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ გაიხსენონ მათი საყვარელი ადამიანები და ერთმანეთსა და ფართო საზოგადოებას ემოციები გაუზიარონ.
ფოტოგამოფენა ასახავს, რა კეთდება უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომისათვის – რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ყოველდღიურად და რა შედეგები მოაქვს მათთვის ახლობელი ადამიანის გაუჩინარებას“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.
ფოტოგამოფენას მოწვეულ სტუმრებთან ერთად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრება და უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სიტყვით გამოვა.
ფოტოგამოფენას 30 აგვისტოს 15:00 საათიდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.