უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების ახლობლებმა კიევში აქცია გამართეს
უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიევში მშვიდობიანი აქცია გამართეს. ისინი კიევში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და ხელისუფლებასა და სამხედრო მეთაურებს მოუწოდეს, მეტად ითანამშრომლონ მათი ახლობლების დაბრუნების საკითხში.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დემონსტრაციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ტყვედ ჩავარდნილი და დაკარგული ახლობლების სურათები. „დაგვიბრუნეთ ჩვენი გმირები“, – სკანდირებდნენ უკრაინის დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები.