უგანდაში პოლიცია მამა-შვილის საქმეს იძიებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდათ
უგანდაში პოლიცია მამა-შვილის საქმეს იძიებს, რომლებიც მოსახლეობას ატყუებდნენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდათ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
პოლიციის ინფორმაციით, მათ რამდენიმე დღის წინ მიიღეს შეტყობინება, რომ მაიოგის რაიონში მამა-შვილი გაურკვეველ სითხეს ყიდდა. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო ვაქცინა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.
ჯერ უცნობია, რამდენმა ადამიანმა დალია სითხე, რომელსაც მამა-შვილი ყიდდა. ნივთიერებას ლაბორატორიაში კვლევა უტარდება.