უელსმა საფრანგეთი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე კიდევ ერთი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და უელსის ნაკრებები ხვდებოდნენ.
მატჩი ფრანგების შეტევებით დაიწყო და უკვე მეხუთე წუთზე ვაამაინამ მეტოქის ჩათვლის მოედანზე დაამიწა ბურთი. ამას სამ წუთში ოლივონის კიდევ ერთი ლელო მოჰყვა და მეცხრე წუთისთვის ფრანგები უკვე 12:0 იგებდნენ.
უელსელების გამოფხიზლებამდე მაყურებელს ხანგრძლივი ლოდინი არ დასჭირვებია და უკვე მე-12 წუთზე უეინრაითმა ერთი ლელო გაქვითა. ამას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა, მე-20 წუთზე კი ბრიტანელებმა ერთი ჯარიმაც გაიტანეს და ანგარიში ორ ქულამდე შემცირდა – 12:10 ფრანგების სასარგებლოდ.
29-ე წუთზე მსაჯმა უელსელ მორიარტის ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან 10 წუთით გააძევა, რითაც ფრანგებმა ისარგებლეს და 31-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო დაუდეს მეტოქეს – 19:10.
პირველი ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე, მსაჯმა მოდენიდან ვაამაინა წითელი ბარათით გააძევა და „მამლები“ მოედანზე მატჩის ბოლომდე დარჩნენ უმცირესობაში.
54-ე წუთზე უელსმა კიდევ უფრო შეამცირა ანგარიშში სხვაობა, როდესაც ბიგარმა ჯარიმა გაიტანა, 73-ე წუთზე კი ბრიტანელებმა წინ გასვლაც მოახერხეს: მორიარტიმ ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა – 19:20.
დარჩენილ დროში ფრანგებმა მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ მოახერხეს და ნახევარფინალში უელსი გავიდა, სადაც სამხრეთ აფრიკასა და იაპონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.