ინგლისი – სამხრეთ აფრიკა – დღეს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება | იაპონია 2019

07:35, 02.11.2019

რაგბის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 12:50 საათზე დაიწყება.

ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად შეერკინებიან.

ფინალში მოსახვედრად ინგლისმა ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ახალი ზელანდია დაამარცხა (19:7), ხოლო სამხრეთ აფრიკამ – უელსი (19:16).

იაპონიიდან ფინალური მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი