ინგლისი - სამხრეთ აფრიკა - დღეს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება | იაპონია 2019
რაგბის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 12:50 საათზე დაიწყება.
ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად შეერკინებიან.
ფინალში მოსახვედრად ინგლისმა ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ახალი ზელანდია დაამარცხა (19:7), ხოლო სამხრეთ აფრიკამ – უელსი (19:16).
იაპონიიდან ფინალური მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.