ინგლისი - სამხრეთ აფრიკა - დღეს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება | იაპონია 2019
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა - დღეს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება | იაპონია 2019

ამ წუთებში, იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, რაგბის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრა მიმდინარეობს.

ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფინალში მოსახვედრად ინგლისმა ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ახალი ზელანდია დაამარცხა (19:7), ხოლო სამხრეთ აფრიკამ – უელსი (19:16)

იაპონიიდან ფინალური მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.

 

დატოვე კომენტარი