მსოფლიო თასის გამარჯვებულები სამშობლოში დაბრუნდნენ
მსოფლიო თასის გამარჯვებულები სამშობლოში დაბრუნდნენ

2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასის ტრიუმფატორებს სამშობლოში ათასობით გულშემატკივარი დახვდა. სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფინალური მატჩიდან რამდენიმე დღეში სამშობლოში ჩავიდა. „ქურციკებმა“ ვებ ელისის თასი იოჰანესბურგის აეროპორტში ჩაიტანეს. 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასზე სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე გუნდის კაპიტანმა, სია კოლისმა ისაუბრა:

„ბავშვებს უნდა სჯეროდეთ თავიანთი ოცნებების. მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი. ბავშვობიდან გულმოდგინედ ვშრომობდი. ყველას დავუმტკიცე კიდეც, რომ შეუძლებელი არაფერია. არავის ვუსურვებ იმ სირთულეებს, რომელიც საკუთარ თავზე მთელი კარიერის განმავლობაში გამოვცადე. ვეცდები ახალგაზრდებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და სირთულეების გადალახვაშიც დავეხმარო.

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს, რომელმაც სოციალური ქსელით მსოფლიო ჩემპიონობა მოგვილოცა. ფედერერის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და მისი სიტყვები მთელი გუნდისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო“.