რაგბის მსოფლიო თასის ფინალურ მატჩს ფრანგი მსაჯი გაუძღვება
რაგბის მსოფლიო თასის ფინალურ მატჩს ფრანგი მსაჯი გაუძღვება

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ორი მატჩი დარჩა გასამართი – 1 ნოემბერს, მესამე ადგილისთვის მატჩში, ერთმანეთს ახალი ზელანდია და უელსი შეხვდებიან, ხოლო 2 ნოემბერს ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ჩემპიონობას ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა და ინგლისი შეეცილებიან.

დღეს გაირკვა ფინალის მსაჯების ვინაობა.

მთავარი მსაჯი ფრანგი ჟერომ გარსესი იქნება, რომელიც, 55 ტესტ-მატჩით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი რეფერია.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო თასის ფინალს ფრანგი განსჯის.

გარსესს დაეხმარებიან რომენ პუატი (საფრანგეთი) და ბენ ო’კიფი (ახალი ზელანდია), ვიდეორეფერი კი ბენ სკინი (ახალი ზელანდია) იქნება.