იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გაიმართა და მორიგი მეოთხედფინალისტი გაირკვა. ეს არის უელსის ნაკრები, რომელმაც ფიჯი 29-17 დაამარცხა და მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა.
მატჩი საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო: დებიუტში კუნძულელებმა ორი ლელოს დადება მოახერხესდა 10:0 დაწინაურდნენ, თუმცა ევროპელები არ დაბნეულად და პირველივე ტაიმში შეძლეს ანგარიშის თავიანთ სასარგებლოდ შეტრიალება.
მეორე ნახევარში ფიჯიმ კიდევ ერთი ლელო დადო, რასაც უელსმა ორით უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.