უელსმა ავსტრალია დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ტურნირის ფავორიტები, ავსტრალია და უელსი დაუპირისპირდნენ.
მოლოდინისამებრ, მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
პირველ წუთებში უელსი მეტ უპირატესობას ფლობდა და მე-15 წუთისთვის ანგარიში 10-0 იყო მათ სასარგებლოდ, თუმცა შემდეგ ავსტრალიელებმა ლელო და ჯარიმა გაიტანეს და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს – 10-8. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის ბოლოს უელსმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, რასაც ერთი ლელოც დაუმატა და შესვენებაზე ანგარიშით 23-8 გავიდა.
მეორე ტაიმში მატჩი კიდევ უფრო საინტერესო გახდა. უელსელთა ერთ არეკნს ავსტრალიელებმა ორი ლელოთი და ერთი ჯარიმით უპასუხეს და მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე ანგარიში ერთ ქულამდე შემცირდა – 26-25.
დარჩენილ დროში უელსმა კიდევ ერთი ჯარიმის გატანა შეძლო და მატჩი საბოლოოდ ანგარიშით 29-25 მოიგო.
ამრიგად, უელსს ცხრა ქულა აქვს და D ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე, ექვსი ქულით, ავსტრალიაა, შემდეგ კი საქართველო მოდის, რომელსაც ხუთი ქულა აქვს.