უეინ რუნის სრულფასოვანი სამწვრთნელო კარიერის დაწყების შანსი გაუჩნდა
ჩემპიონშიფში მოთამაშე „დერბი ქაუნთის“ ფორვარდს უეინ რუნის შეუძლია კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდეს. დღეისთვის, 34 წლის ფეხბურთელი მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებს.
„დერბის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მიმდინარე სეზონში გუნდის გამოსვლით. ფილიპ კოკუს გუნდმა ჩემპიონშიფის ოთხ მატჩში სამი წააგო.
49 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტის ბედი მომავალ კვირას გადაწყდება. სწორედ მაშინ შეიძლება გადავიდეს რუნის ხელში სრულად მთავარი მწვრთნელის ფუნქციები.