უეინ რუნი - „იუნაიტედმა“ ყველა უნდა მოიშოროს, ბრუნო ფერნანდეშის გარდა, საჭიროა შემადგენლობის მასობრივი წმენდა #1TVSPORT
უეინ რუნი - „იუნაიტედმა“ ყველა უნდა მოიშოროს, ბრუნო ფერნანდეშის გარდა, საჭიროა შემადგენლობის მასობრივი წმენდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა, უეინ რუნიმ გააკრიტიკა გუნდი მიმდინარე შედეგებისა და თამაშის გამო და კლუბის ხელმძღვანელობას შემადგენლობის კარდინალურად გადახალისებისკენ მოუწოდა.

„მათ ახალი გუნდი უნდა ააშენონ ბრუნო ფერნანდეშის გარშემო. ის ხარისხიანი ფეხბურთელია, მასში არის მებრძოლის ხასიათი. დანარჩენები კი უნდა გაუშვან. ვფიქრობ, გუნდში ასევე უნდა დარჩეს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი. ეს უნდა იყოს შემადგენლობის მასობრივი წმენდა.

დავტოვებდი თუ არა ონანას, მაგუაიერსა და დალოტს? დალოტს ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგუაიერს კარგი სეზონი ჰქონდა. მაგრამ ამ ლიგაში კონკურენციისთვის მათ უფრო ხარისხიანი მოთამაშეები სჭირდებათ. არასწორად არ გამიგოთ, ესენი კარგი ფეხბურთელები არიან. მაგრამ იმისთვის, რომ „მანჩესტერ სიტის“, „ლივერპულსა“ და „არსენალს“ კონკურენცია გაუწიო, გუნდს უკეთესი ფეხბურთელები სჭირდება“, – მოჰყავს რუნის სიტყვები გაზეთ Daily Mail-ს.