ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი უეინ რუნი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში დაბრუნდა და შეუერთდა ჩემპიონშიფში მოთამაშე „დერბი ქაუნთის“, – წერს გაზეთი „სანი“.
34 წლის რუნიმ დაასრულა გამოსვლა MLS-ის კლუბ „დი სი იუნაიტედში“. მისი კონტრაქტი „დერბისთან“ მომავალი წლის იანვრიდან შედის ძალაში, მაგრამ ინგლისელი უკვე გამოცხადდა თავის ახალ კლუბში, რომელშიც მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციები უნდა შეასრულოს და ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.
რუნი „დერბიში“ კვირაში დაახლოებით 100 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. მისი კონტრაქტი წელიწადნახევრიანია. ამის შემდეგ ელოდებიან, რომ ფორვარდი სრულად გადავა სამწვრთნელო სამუშაოზე.
„დი სი იუნაიტედის“ შემადგენლობაში რუნიმ 52 მატჩში 25 გოლი დააგროვა.