„დი სი იუნაიტედის“ ფორვარდმა უეინ რუნიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გააფორმა „დერბი ქაუნთისთან“, ოჯახური ურთიერთობების სპეციალისტი დაიქირავა, – ამტკიცებს გაზეთი „სანი“ (The Sun). ირკვევა, რომ ვეტერან ფეხბურთელს სურს საბოლოოდ დაამარცხოს ალკოჰოლისადმი მიდრეკილება.
„რუნი ძალიან ბევრს სვამდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამის გამო პრობლემები ექმნებოდა ცოლთან. შეიძლება ითქვას, რომ ის ანადგურებდა საკუთარ თავს, როცა ყოველ საღამოს სახლში ალჰოკოლს იღებდა. მაგრამ უეინს სურს ყველაფერი გამოასწოროს ოქტომბერში, როცა ინგლისში დაბრუნდება. მას აქვს სუფთა ფურცლიდან დაწყების სურვილი, მან იცის, რომ ალკოჰოლზე უარის თქმა ყველასთვის სასარგებლო იქნება“, – უთხრა „სანს“ ფეხბურთელთან დაახლოებულმა წყარომ.