უეფას პრეზიდენტის ჯილდო ერიკ კანტონას გადაეცემა
უეფას პრეზიდენტის ჯილდო ერიკ კანტონას გადაეცემა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფორვარდი ერიკ კანტონა უეფას პრეზიდენტის პრიზის ლაურეატი გახდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

უეფას პრეზიდენტის ჯილდო, ტრადიციულად, გადაეცემა დიდი მიღწევებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და განსაკუთრებული პირადი თვისებებისთვის. პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა აღნიშნა, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, კანტონამ დაიწყო ზრუნვა სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

კანტონა და ჩეფერინი პროექტ „Common Goal“-ის მონაწილენი არიან, რომელიც აფინანსებს მთელს მსოფლიოში მაღალეფექტურ საფეხბურთო საქველმოქმედო აქციებს. ისინი ორივენი თავიანთი წლიური ხელფასის ერთ პროცენტს რიცხავენ პროექტის ფონდში, რომლის თანადამფუძნებელია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ხუან მატა.

„ეს ჯილდო – არა მხოლოდ უნიკალური ნიჭის, შეუდარებელი სათამაშო სტილისა და უდავო ქარიზმის მქონე დიადი ფეხბურთელის კარიერის აღიარებაა. ეს პრემია ასევე გაჯილდოვებთ თქვენ იმისთვის, ვინც ხართ სინამდვილეში: ადამიანი, რომელიც უარს ამბობს კომპრომისებზე, იცავს თავის ღირებულებებს, ამბობს თავის აზრს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გულსა და სულს დებს იმ ამბების მხარდაჭერაში, რომლისაც სჯერა“, – დაწერა ჩეფერინმა.

კანტონას ჯილდოს გადასცემენ ხუთშაბათს, მონაკოში 2018-19 წლების სეზონის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონიაზე.

უფრო ადრე, უეფას პრეზიდენტის პრესტიჟული ჯილდო მიღებული აქვთ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს: ალფრედო დი სტეფანოს, ბობი ჩარლტონს, ეუსებიოს, რაიმონ კოპას, იოჰან კრუიფს, ფრანჩესკო ტოტის, დევიდ ბექჰემს.