ენტონი ჯოშუამ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც შეეძლოთ, ლეგენდარული მოკრივეები გამხდარიყვნენ
ენტონი ჯოშუამ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც შეეძლოთ, ლეგენდარული მოკრივეები გამხდარიყვნენ

მძიმეწონოსანმა მოკრივემ, WBA, IBF, WBO და IBO ქამრების მფლობელმა, მსოფლიო ჩემპიონმა, ენტონი ჯოშუამ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც შეეძლოთ კრივშიც დიდი წარმატებისთვის მიეღწიათ.

ჯოშუას რჩეული ორი ფეხბურთელი გახდა და ორივე მათგანი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მოთამაშეები არიან.

„თუ ავირჩევთ ფეხბურთელს, რომელსაც შეეძლო დიდებული მოკრივე გამოსულიყო, მე როი კინს დავასახელებდი.

აგრეთვე გამოვარჩევდი ერიკ კანტონას, რომელსაც ჩემპიონის აურა ჰქონდა“, – მიაჩნია თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოვან მოკრივეს.

დატოვე კომენტარი