კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა TOP10-ში ვერ მოხვდა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა TOP10-ში ვერ მოხვდა #1TVSPORT

ცნობილმა ბრიტანულმა საფეხბურთო ჟურნალმა FourFourTwo-მ შეადგინა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში 50 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

  1. რაიან გიგზი (1987-2014)
  2. ბობი ჩარლტონი (1953-73)
  3. ჯორჯ ბესტი (1963-74)
  4. ბრაიან რობსონი (1981-94)
  5. ერიკ კანტონა (1992-97)
  6. დენის ლოუ (1962-73)
  7. დანკან ედვარდსი (1953-58)
  8. პეტერ შმეიხელი (1991-99)
  9. უეინ რუნი (2004-17)
  10. პოლ სქოულზი (1991-2013)

კლუბის ამჟამინდელი ფორვარდო კრიშტიანო რონალდო TOP10-ში ვერ მოხვდა – ის მხოლოდ მე-12 პოზიციაზე დააყენეს. მე-13 ადგილზეა ყოფილი კაპიტანი როი კინი, მე-14 ადგილზე – დევიდ ბექჰემი, მე-20 ადგილზე – რუუდ ვან ნისტელროი, 32-ე ადგილზე – ოლე-გუნარ სოლსკიაერი… ბოლო 50-ე პოზიციაზე იმყოფება ტედი შერინგემი.