„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ მუსიკალური კარიერა დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
PARIS, FRANCE - JANUARY 23: Eric Cantona, French actor and former professional footballer / soccer player, arrives at Sidaction Gala Dinner 2020 At Pavillon Cambon on January 23, 2020 in Paris, France. (Photo by Edward Berthelot/Getty Images)
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ მუსიკალური კარიერა დაიწყო.
ლეგენდარულმა ფრანგმა YouTube-ში გამოაქვეყნა კლიპი თავის პირველ სიმღერაზე, რომელსაც The Friends We Lost ჰქვია. ერთ დღე-ღამეში ვიდეოს 26 ათასი ნახვა და 500-ზე მეტი მოწონება ჰქონდა.
ასევე, კანტონამ შექმნა საკუთარი ვებგვერდი, სადაც ფანებს შეუძლიათ მიიღონ საწევრო ბარათები კლუბ CantonaSingsEric-ში, რომელიც იძლევა გამოსვლებზე დასწრების განსაკუთრებულ უფლებას.
აღვნიშნავთ, რომ ფრანგი აპირებს თავის პირველ გასტროლებზე გაემგზავროს მუსიკოსის რანგში. ოქტომბერში მას კონცერტები ექნება მანჩესტერში, ლონდონსა და დუბლინში.