საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასგან ფეარ პლეის ჯილდო “ყველაზე პროგრესირებადი ქვეყნის” ნომინაციაში მიიღო , – იტყობინება ფედერაციის პრესსამსახური.
გასულ სეზონში ფეარ პლეის რეიტინგში საქართველომ ყველაზე მაღალი პროგრესი აჩვენა და ეს პრიზი პირველად მოიპოვა.
ამასთან, ფეარ პლეის რეიტინგში ლიდერობა ისლანდიამ შეინარჩუნა, ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრების პრიზი კი, ფინეთმა მიიღო.