მთავარმა ევროპულმა საფეხბურთო ორგანომ – უეფა-მ – 21-ე საუკუნის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
მასში მოხვდნენ ის მოთამაშეები, რომლებიც გასული 16 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად შედიოდნენ წლის სიმბოლურ ნაკრებებში.
21-ე საუკუნის უძლიერესთა გუნდმა ასეთი სახე მიიღო:
მეკარე – იკერ კასილიასი;
მცველები – სერხიო რამოსი, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ფილიპ ლამი;
ნახევარმცველები – ჩავი, ანდრეს ინიესტა, სტივენ ჯერარდი;
ფორვარდები – ტიერი ანრი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი.