უეფამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის 10 საუკეთესო გოლის სია. ეს გოლები ევროპის ზონის მატჩებშია გატანილი.
სიაში შესულები არიან: სებასტიან რუდი (გერმანია), ემრე ჯანი (გერმანია), კოსტას მიტროგლუ (საბერძნეთი), მარკუს ბერგი (შვედეთი), გაფურჯან სუიუმბაევი (ყაზახეთი), ალეხანდრე მარტინესი (ანდორა), პაველ სავიცკი (ბელარუსი), ალექსანდერ რინგი (ფინეთი), აქსელ ვიტცელი (ბელგია), ოლივიე ჟირუ (საფრანგეთი).
ევროპის ზონაში მუნდიალის შესარჩევი 10-13 ნოემბერს, პლეი ოფის მატჩებით დასრულდება.