უცნობმა პირებმა ბერლინში უსახლკაროებს საწვავი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს
ბერლინში უცნობმა პირებმა უსახლკაროებს საწვავი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. 47 და 62 წლის მამაკაცებს დამწვრობა აქვთ მიღებული.
ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
ინციდენტს რკინიგზის სადგურის სიახლოვეს მდებარე კაფეტერიის სტუმრები შეესწრნენ და დახმარება გამოიძახეს.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივი უცნობია.