უცნობმა მამაკაცმა თეთრი სახლის წინ თავის დაწვა სცადა. აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, მამაკაცი ადგილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ელექტრონული ეტლით მივიდა და თავის დაწვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დროულად შეჩერება შეძლეს.
ახლა მამაკაცი უახლოეს სამედიცინო ცენტრში იმყოფება. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უცნობი მამაკაცის ქმედების მოტივი ჯერ უცნობია.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა. დონალდ ტრამპი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრას.