უცნობმა მამაკაცმა თეთრ სახლთან თავის დაწვა სცადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურში განაცხადეს, რომ მამაკაცი თეთრ სახლთან მივიდა და თავის დაწვა სცადა.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში ცეცხლმოკიდებული ადამიანი ჩანს. ამჟამად მამაკაცი ჰოსპიტალიზებულია.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მამაკაცის ქმედების მოტივი უცნობია.
ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მოქალაქემ თეთრ სახლთან თავის დაწვა სცადა.