უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი თებერვლისთვის - დოლარი - 2.6818 ლარი, ევრო - 2.9044 ლარი, ფუნტი - 3.3984
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6818 ლარი ეღირება, ევრო – 2.9044 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3984 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6827 ლარი ღირდა, ევრო – 2.9080 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4019 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ თებერვალს ამოქმედდება.