უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი ოქტომბრისთვის - დოლარი - 2.8291 ლარი, ევრო - 2.7623 ლარი, ფუნტი - 3.1329 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8291 ლარი ეღირება, ევრო – 2.7623 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1329 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8352 ლარი ღირდა, ევრო – 2.7482 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.0751 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველი ოქტომბრისთვის ამოქმედდება.