უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისისთვის - დოლარი - 2.6849 ლარი, ევრო - 2.8804 ლარი, ფუნტი - 3.3677 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6849 ლარი ეღირება, ევრო – 2.8804 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3677 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6835 ლარი ღირდა, ევრო – 2.8762 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3635 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ მაისს ამოქმედდება.