უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი ივნისისთვის - დოლარი - 3.2688 ლარი, ევრო - 3.9843 ლარი, ფუნტი - 4.6329 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2688 ლარი ეღირება, ევრო – 3.9843 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6329 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2779 ლარი ღირდა, ევრო – 3.9922 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.6471 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ ივნისს ამოქმედდება.