უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი ივლისისთვის - დოლარი - 3.0568 ლარი, ევრო - 3.4282 ლარი, ფუნტი - 3.7541 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0568 ლარი ეღირება, ევრო – 3.4282 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7541 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0552 ლარი ღირდა, ევრო – 3.4466 ლარი, ფუნტი – 3.7671 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ ივლისს ამოქმედდება.