უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილისთვის - დოლარი - 3.4464 ლარი, ევრო - 4.0426 ლარი, ფუნტი - 4.7467 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4464 ლარი ეღირება, ევრო – 4.0426 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7467 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.4118 ლარი ღირდა, ევრო – 4.0044 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.6929 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ აპრილს ამოქმედდება.