უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილისთვის - დოლარი - 2.6897 ლარი, ევრო - 2.8998 ლარი, ფუნტი - 3.3920 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6897 ლარი ეღირება, ევრო – 2.8998 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3920 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6953 ლარი ღირდა, ევრო – 2.9063 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4007 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველი აპრილს ამოქმედდება.