უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისისთვის - დოლარი - 3.1446 ლარი, ევრო - 3.7207 ლარი, ფუნტი - 4.3267 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1446 ლარი ეღირება, ევრო – 3.7207 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3267 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1370 ლარი ღირდა, ევრო – 3.7079 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3338 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 ივლისს ამოქმედდება.