უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის - დოლარი - 2.6848 ლარი, ევრო - 2.8196 ლარი, ფუნტი - 3.2653 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6848 ლარი ეღირება, ევრო – 2.8196 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2653 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6902 ლარი ღირდა, ევრო – 2.8239 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2740 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 დეკემბერს ამოქმედდება.