უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 სექტემბრისთვის - დოლარი - 2.8657 ლარი, ევრო - 2.8376 ლარი, ფუნტი - 3.2867 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8657 ლარი ეღირება, ევრო – 2.8376 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2867 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8705 ლარი ღირდა, ევრო – 2.8510 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3243 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 სექტემბრისთვის ამოქმედდება.