უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 ივნისისთვის - დოლარი - 2.8247 ლარი, ევრო - 3.0767 ლარი, ფუნტი - 3.6142 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8247 ლარი ეღირება, ევრო – 3.0767 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6142 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8222 ლარი ღირდა, ევრო – 3.0703 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6082 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 ივნისს ამოქმედდება.