უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 დეკემბრისთვის - დოლარი - 3.2910 ლარი, ევრო - 3.9847 ლარი, ფუნტი - 4.3672 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2910 ლარი ეღირება, ევრო – 3.9847 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3672 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3115 ლარი ღირდა, ევრო – 4.0304 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.4540 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 დეკემბერს ამოქმედდება.