უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 თებერვლისთვის - დოლარი - 2.8612 ლარი, ევრო - 3.1479 ლარი, ფუნტი - 3.7107ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8612 ლარი ეღირება, ევრო – 3.1479 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7107 ლარი.
6 თებერვალს დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.8577 ლარი ღირდა, ევრო – 3.1498 ლარი, ფუნტი – 3.7327 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 თებერვალს შევა ძალაში.