უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 სექტემბრისთვის - დოლარი - 2.6268 ლარი, ევრო - 2.8209 ლარი, ფუნტი - 3.2977 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6268 ლარი ეღირება, ევრო – 2.8209 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2977 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6279 ლარი ღირდა, ევრო – 2.8239 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3006 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 სექტემბერს ამოქმედდება.