უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 დეკემბრისთვის - დოლარი - 2.6860 ლარი, ევრო - 2.8987 ლარი, ფუნტი - 3.3846 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6860 ლარი ეღირება, ევრო – 2.8987 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3846 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6937 ლარი ღირდა, ევრო – 2.9178 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4032 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 დეკემბერს ამოქმედდება.